პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 21:00 საათზე დაიხურება და ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდება.

მედიის ინფორმაციით, არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობს. გამოკითხვების თანახმად, ვარშავის პროევროპული მერი რაფალ ტრჟასკოვსკი ამომრჩევლების ხმების 30 პროცენტს მიიღებს, ნაციონალისტი ისტორიკოსი, კაროლ ნავროცკი კი - 25 პროცენტს, რაც ამ კანდიდატებს 1-ელ ივნისს მეორე ტურში გასვლის საშუალებას მისცემს.

ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.

ტრჟასკოვსკიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.

აღსანიშნავია, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხშირად უთანხმოებაში იყო პოლონეთის დასავლელ მოკავშირეებთან და ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მან ძალაუფლება 2023 წელს დაკარგა.

ნავროცკის მტკიცებით, ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერით სარგებლობს და თვის დასაწყისში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა