ლევან მგალობლიშვილი აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის შთამომავლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ, ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაში, ცნობილი აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის, ალექსანდრე შარვაშიძის შთამომავლებს უმასპინძლა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ალექსანდრე შარვაშიძის პიროვნების მნიშვნელობასა და მის შემოქმედებას, როგორც ქართულ-აფხაზური საერთო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

„აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნამუშევრები და მხატვრის პირადი არქივი.

ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი და დამთვალიერებლებს მისი ხილვა უფასოდ შეეძლებათ”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს