ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს - არა, არა და არა

დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, არ გვინდა, რომ მათ ომში ჩავერთოთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ომამდეც კი დანგრეული ქვეყანა იყო და ომის დროს კიდევ უფრო განადგურდა.

„მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა, მათ ფული სჭირდებათ, სხვისი ფული. სწორედ ამიტომ სურთ ევროკავშირში ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ შესვლა“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთს არ სურს, მისი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით უკრაინელებთან მივიდეს.

„მათ არ აინტერესებთ ის, რომ ომს შემოიტანენ. არ აინტერესებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან. არ აინტერესებთ, რომ ჩვენ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით. მაგრამ ჩვენ, უნგრელებს, გვაინტერესებს. არ გვინდა, რომ მათ ომში ჩავერთოთ. არ გვინდა, რომ მათ ჩვენი ფერმერები გაანადგურონ, არ გვინდა, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაფიის ბუდედ აქციონ და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს. არა, არა და არა“, - აღნიშნა ორბანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა