ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას მიაწვდის

ფინეთი გახდა ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა ევროკავშირის პროგრამის, რომელიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამისთვის 90 მილიონი ევროა გამოყოფილი.

ევროკომისიასთან შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ფინეთი უკრაინას მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს. საბრძოლო მასალას ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძენენ და მისი ღირებულება გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება, რომელიც ევროპის „მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით გადაირიცხება - სულ 90 მილიონი ევრო.

„ეს ახალი პაკეტი, ჩვენს 660 მილიონი ევროს ოდენობის ეროვნულ დახმარების პროგრამასთან ერთად, გააძლიერებს კავშირებს ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას შორის“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს