გია ვოლსკი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე - მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია

დასაბუთებას, ალბათ, იურიდიული კომიტეტი წარმოადგენს, მაგრამ თუ პოლიტიკურად შევხედავთ, მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება.

მისი თქმით, „ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ კარგ პოზიციაზე გვაყენებს“.

„ვალდებულება შესრულებული იქნება ევროკავშირთანაც და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებასთან თუკი სახელმწიფო კონსტიტუციური იქნება და სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან. სტრუქტურის შექმნა ერთი საკითხია, ფორმალობა და ორგანიზაციული ნაწილია. ამასთან დაკავშირებით დასაბუთებას, ალბათ, იურიდიული კომიტეტი წარმოადგენს, მაგრამ თუ პოლიტიკურად შევხედავთ, მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია. ამ ვალდებულებების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საკმაოდ კარგ პოზიციაზე გვაყენებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, პროკურატურას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული.

„დამოუკიდებელი სტრუქტურა არის პროკურატურა. მას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული. ამათთან დაკავშირებით, არა მგონია, ოდესმე რაიმე შეკითხვა წარმოიშვას და თუ რაიმე კონკრეტული საკითხია, ამაზე შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ. რაც შეეხება ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, უნდა გადავხედოთ იმ ვალდებულებების უშველებელ სიას, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მთავარი არის საქმე, შედეგი და ამ შედეგზე აუცილებლად უნდა გავიდეთ. მათ შორისაა ეკონომიკური მაჩვენებელი და არამარტო გარკვეული შეთანხმებები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავად საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ის გაუქმების შემდეგ, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო