დიმიტრი პესკოვი - რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები უცნაური იყო - საუკეთესო შანსების მქონე კანდიდატი ძალით მოხსნეს რბოლიდან და გაიმარჯვა მან, ვინც გაიმარჯვა

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები, სულ მცირე, უცნაური იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ვიცით კანდიდატის ისტორია, რომელსაც საუკეთესო შანსები ჰქონდა, რომელიც, ყოველგვარი გამართლების ძებნის გარეშე, უბრალოდ ძალით მოხსნეს რბოლიდან. ასეთი ფავორიტი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში, გაიმარჯვა მან, ვინც გაიმარჯვა. სინამდვილეში, ეს მოცემულობაა”, - აღნიშნა პესკოვმა.

ჟურნალისტებმა მას ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ Telegram-ის მესენჯერის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების მთავარი დირექტორატის დირექტორმა, ნიკოლას ლერნერმა მას რუმინელი მომხმარებლების „კონსერვატიული ხმების“ დაბლოკვა სთხოვა.

„ის ფაქტი, რომ ევროპული ქვეყნები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია - ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, სიახლე არ არის. ეს სიახლე არ არის, ეს მხოლოდ ფრაგმენტებია, რომლებიც გამოაშკარავდება. დამიჯერეთ, ალბათ, ბევრად მეტი ასეთი ფრაგმენტია, ვიდრე თქვენ და მე ვიცით“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა მეტოქე, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონი დაამარცხა და არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მანამდე, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, მაგრამ დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა