ჯეი დი ვენსი - როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, თუ როგორ გავიდეს ამ ომიდან - ეს ჩვენი ომი არ არის, ვლადიმერ პუტინის ომია

როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, თუ როგორ გავიდეს ამ ომიდან, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის დაწყებამდე განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინს ეტყვის: „სერიოზულად ხარ განწყობილი ამის მიმართ?“. როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, თუ როგორ გავიდეს ამ ომიდან“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, თუ რუსეთი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, მაშინ „აშშ იტყვის, რომ ეს ომი მისი არ არის“.

„ეს ჯო ბაიდენის ომია, ჩვენი ომი არ არის. ეს ვლადიმერ პუტინის ომია. ვეცდებით მის დასრულებას, მაგრამ თუ შევძლებთ საბოლოოდ ვიტყვით: იცით რა? ცდად ღირდა, მაგრამ ამის გაკეთებას აღარ ვაპირებთ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს