დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გაამკაცრებს, რადგან არსებობს პროგრესის შანსი და სანქციებმა, შესაძლოა, სიტუაცია გააუარესოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„იმიტომ, რომ ვფიქრობ, არსებობს შანსი, რაღაც გაკეთდეს და თუ ამას გააკეთებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით გააუარესოთ. თუმცა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობა სურს. კერძოდ, კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს მშვიდობა, ტრამპმა უპასუხა : „მჯერა“.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უპასუხა : „მჯერა“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ომის დასასრულებლად.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო