მარია ზახაროვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე - ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებს არასდროს პასუხობს

რუსეთი ულტიმატუმებს არასდროს გამოხმაურებია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

„მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ზელენსკიმ, ევროპელ ამხანაგებთან ერთად, საუბარი დაიწყო ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე: მათ კიდევ ერთხელ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროპა მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის და მისი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესვენების საშუალების მიცემაა.

„აშკარაა, რომ დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებთ. ისინი სხვა მიზანს მისდევენ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა მათი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩაშლა და რუსეთის დელეგაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სცადეს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის სპექტაკლი ჩაიშალა.

„გულუბრყვილოდ თვლიდნენ, რომ მოლაპარაკებების გადადება მოსკოვს აიძულებდა, უარი ეთქვა მათ ჩატარებაზე. შედეგად, ზელენსკის მიერ დადგმული სპექტაკლი სავალალოდ ჩაიშალა. იძულებული გახდა, 16 მაისს დელეგატები დაენიშნა და რუსეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად გაეგზავნა“, - განაცხადა ზახაროვამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა