ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან, ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია

მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან, ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართული საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერ ფრინდრიხ მერცთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძლიერი და კონსტრუქციული პოზიციისთვის.

განვიხილეთ ჩვენი გუშინდელი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, ისევე როგორც დღევანდელი საუბრები ევროპელ ლიდერებთან.

ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორს შორის ერთიანობის შენარჩუნება და გამოსავლების ძიება, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ ამ ომის სამართლიანი მშვიდობით დასრულებას.

ასევე ვისაუბრეთ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაზე. უკვე უნდა ვფიქრობდეთ ამაზე და ნათელი გეგმა გვქონდეს, რომელიც დაგვეხმარება ნამდვილი მშვიდობის ახლა დაახლოებასა და მოგვიანებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ერთად ვიმუშავებთ, რათა ეს ყველაფერი მოხდეს. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის”, - წერს ზელენსკი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო