რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილისა და უფროსი სპეციალისტის, ალექსანდრე შეყილაძის შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან: The Harvest Praise & Worship Center-ის პასტორს, The NOW Television Network-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ბერნსს; ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემი"-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, უეიდ კუსაკს; B'nai B'rith International-ის ცენტრალურ აღმასრულებელ დირექტორს, დენიელ ს. მარიაშინს; NCSEJ-ის აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს, ევრაზიული ებრაელობის მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენელს, მარკ ლევინს; აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის (USCIRF) თავმჯდომარეს, კომისარ სტივენ შნეკს; სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ოფისის, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების სპეციალური ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, პატრიკ ჰარვისს; IRF-ის სამდივნოს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, გრეგ მიტჩელს; FBI-ის შიდა ტერორიზმის ოპერაციების განყოფილების წარმომადგენლებს.

ზაზა ვაშაყმაძე სიტყვით მიმართავს კონფერენციის - IRF Builders Forum & Awards Dinner-ის გახსნითი სესიის მონაწილეებს და ასევე, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის პანელში „რეგიონული ინიციატივები რელიგიური თავისუფლების, თანასწორი მოქალაქეობის, სოციალური ერთიანობისა და კონვენციური პლურალიზმის განსავითარებლად".

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის