მარკო რუბიო - უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს, მაგრამ მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ მიწოდებისთვის

უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს, მაგრამ მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ მიწოდებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში მოსმენის დროს განაცხადა.

სენატორ ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) კითხვაზე პასუხისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ერთკვირიანი პაუზის გარდა აშშ-ს უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდებები არ შეუწყვეტია.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტები სხვა საკითხია, რომელიც მისი გადასაწყვეტი არ არის.

„თეთრმა სახლმა უნდა გადაწყვიტოს კონგრესისთვის მიმართვა ახალ დახმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულია - მიეწოდებათ“, - განაცხადა რუბიომ.

საჰაერო თავდაცვის Patriot სისტემებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: „ისინი, სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან“.

„არიან ნატოს მოკავშირეები, რომლებსაც აქვთ Patriot სისტემების გარკვეული რაოდენობის ბატარეები, რომლებიც შეუძლიათ მიაწოდონ ან გადასცენ უკრაინელებს, რათა დაიცვან, მაგალითად, კიევის ან სხვა ადგილების საჰაერო სივრცე. ამ მხრივ ვახალისებდით მათ [მოკავშირეებს]...“ - განაცხადა რუბიომ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს