ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ხსნის

ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის მაღალჩინოსნები ავრცელებენ.

„დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მოვხსნათ სირიის წინააღმდეგ ჩვენი ეკონომიკური სანქციები. გვსურს სირიელ ხალხს დავეხმაროთ ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში.

ბოლო 14 წლის განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის გვერდში ედგა სირიელებს - და ამის კეთებას გავაგრძელებთ“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე.

გადაწყვეტილებას ასევე ეხმაურებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა.

„მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნას. აღდგენისკენ გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზად არის სირიასთან ერთად იმუშაოს.

გვსურს პარტნიორები ვიყოთ სირიის ზრდაში, რეგიონში და მის მიღმა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად.

შერიგება პირველი კრიტიკული ნაბიჯია აღდგენისკენ“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს