მარია ზახაროვა - საფრანგეთი სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ

საფრანგეთი, ხელს უწყობს რა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და დახმარებას უწევს კიევის რეჟიმის, სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგები, ფაქტობრივად, სათავეში ჩაუდგნენ დასავლეთის ომის პარტიას არა მხოლოდ კიევის რეჟიმისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევით, არამედ, ხედავთ, უკვე ბრიტანელებთან ერთად ცდილობენ ნეონაცისტური, ავტორიტარული კიევის რეჟიმის მთავარი კურატორისა და სპონსორის როლის მორგებას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულ ანტირუსულ სანქციების პაკეტებს არაფერი აქვთ საერთო უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან - ისინი შეკავების პოლიტიკის და სავაჭრო ომის ელემენტია.

„რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ამ პაკეტებიდან არცერთი არ რჩება რუსული მხარისგან სათანადო რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 58 კომპანიას მოიცავს. ამასთან, სასანქციო სიას დაემატა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმე განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა