ჯორჯია მელონის ადმინისტრაცია - იტალია დადებითად აფასებს პაპის მზაობას, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს ვატიკანში უმასპინძლოს და მზადაა ხელი შეუწყოს კონტაქტებს

იტალია მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას, რომ ვატიკანმა, შესაძლოა, შუამავლობა გაუწიოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ოფისმა განაცხადა, რომ იტალია მზადაა ხელი შეუწყოს კონტაქტებს და იმუშაოს უკრაინაში მშვიდობისთვის და დადებითად აფასებს პაპის მზაობას, მოლაპარაკებებს ვატიკანში უმასპინძლოს.

რომის პაპმა ლეო XIV-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ ვატიკანი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას და რომ ის ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის დასამყარებლად. თუმცა, წმინდა საყდარი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მასპინძლობის ან თუნდაც შუამავლობის იდეა ამჟამად უფრო იმედია, ვიდრე რაიმე კონკრეტული გეგმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს