ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან ჩვენი არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში იარაღის წარმოება განვიხილეთ

ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ეს იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მომზადებას „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში - ყველაფერი უფრო პრაქტიკული ხდება“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას უკრაინის არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში იარაღის წარმოება განიხილეს.

„განვიხილეთ ჩვენი არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში ჩვენი შიდა იარაღის წარმოება. რა თქმა უნდა, ასევე გვქონდა სიღრმისეული საუბარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და კოორდინაციაზე“, - წერს მაკრონი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო