ანდრეი სიბიგა - ევროკავშირმა უკრაინას დაგეგმილი 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის ორი მესამედი უკვე გადასცა

ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის შესამცირებლად და იმისთვის, რომ მას მშვიდობის დამყარება ვაიძულოთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

“ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 2 მილიონი საარტილერიო ჭურვიდან ორი მესამედი უკვე გადმოგვცეს და ვმუშაობთ დანარჩენის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაზე“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, საჭიროა გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც რუსეთის შესაკავებლად, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის.

„ეს კრიტიკული პერიოდი მოითხოვს გაბედულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორც რუსეთის შესაკავებლად, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის“, - აღნიშნა სიბიგამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს