ირაკლი კობახიძე - ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია - რუსთაველზე ყოველდღიურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი, ისინი აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე

რუსთველის გამზირზე ყოველდღიურად დაახლოებით, 150 ადამიანი გამოდის და ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ საზოგადოებას, თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე - რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ 26 მაისს რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას პროვოკაციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვს.

„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია. ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. ყოველდღიურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ საზოგადოებას თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, არავითარი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს ოპოზიციას, შესაბამისად, 26 მაისი ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული. ეს არის დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ ამ დღეს. ბუნებრივია, ეს დღე უნდა ჩატარდეს როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული,“ -განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ მოიგებს.

მისი თქმით, რასაც ეტყვის „დიფ სთეითი“, იმას გააკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია.

„ამაზე მარტივი პასუხია - რაც უნდათ ის უქნიათ, ასეც და ისეც, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთოდ არ არის საინტერესო ერთმანეთს როგორ დაჭამენ, მარჯვნიდან მარცხნივ, თუ მარცხნიდან მარჯვნივ. მათ აქვთ, რა თქმა უნდა, შიდა პატარა კონკურენცია, მაგრამ ბოლოს რასაც ეტყვის „დიფ სთეითი“ იმას გააკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია. თუ „დიფ სთეითი“ დაავალებს, დაეწყობა ოთხივე პარტია და მიიღებს მონაწილეობას მუნიციპალურ არჩევნებში. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს ჩვენთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო