გიორგი ვაშაძე - გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა.

„ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა, ამას ამტკიცებს მათი პროპაგანდის მიერ ამ ინციდენტის ატაცება და გავრცელებაც.

ეს შემთხვევითი ინციდენტი არ ყოფილა, ეს არის წლების განმავლობაში დასავლეთის წინააღმდეგ გაღვივებული ზიზღის, მიზანმიმართული პროპაგანდის და ქვეყნის ევროპული კურსის შერყევის მცდელობის შედეგი.

სამარცხვინოა, რომ იმ ქვეყნის ელჩს ესხმიან თავს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მხარდამჭერია და რომელ ქვეყანაშიც ათასობით ქართველი ცხოვრობს, ინახავენ იმ ოჯახებს, რომლებიც რეჟიმმა შიმშილისთვის გაწირა საქართველოში.

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამ თავდასხმას არ აჰყვა და ელჩს გვერდით დაუდგა. ამ ადამიანებში ჩანს ნამდვილი საქართველო - ევროპული, თავისუფალი და ღირსეული.

ჩვენი ადგილი რუსულ ჭაობში კი არა ევროპულ ოჯახშია. ვინც ამას ებრძვის, მტრის საქმეს აკეთებს,“ - წერს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“, - განუცხადეს „ფორმულას“ გერმანიის საელჩოში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია