BTU კვლევების პროცესში MIT-ის მიერ შექმნილ GENAI პლატფორმა ORBIT-ს გამოიყენებს

გენერაციული AI-ს მეშვეობით, MIT-ს მიერ შექმნილი კვლევის უპრენდენტო პლატფორმა ORBIT, ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი კამპუსის გახსნაზე, MIT-ს პროფესორმა და ORBIT-ის შემქმნელმა, დაგლას უილიამსმა BTU-ში სტარტაპებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. ORBIT ახალი, ინოვაციური პროდუქტია, რომელიც აერთიანებს MIT-ს ცოდნის ბანკს, 5000-ზე მეტ სამეცნიერო სტატიას და სახელმძღვანელოს, მეწარმეობის 200-ზე მეტ კურსს, ლიტერატურას და წყაროებს დახურული სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზებიდან. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, გენერაციული AI-ს დახმარებით დაგეგმონ განვითარების და სხვადასხვა ბაზრის ათვისების სტრატეგია, შექმნან ბიზნეს მოდელი, რომელიც ეფუძნება ბილ ოლეტის ,,24 ნაბიჯს წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’, დაუკავშირდნენ და დაიწყონ პარტნიორობა MIT-ში დაფუძნებულ სტარტაპებთან, ისარგებლონ რეზიდენტი მეწარმეების (EIRs – Entrepreneurs in Residence) მიერ შემუშავებული რესურსებით და სხვა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, MIT ORBIT-ის პლატფორმის გამოყენებით, უკვე იქმნება უნიკალური, სექტორული ანალიტიკის მასალა, კვლევითი ანგარიშები და სტატიები სხვადასხვა დარგის განვითარების პროგნოზების შესახებ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ORBIT-ის დახმარებით, კიდევ უფრო იზრდება BTUAI-ს კვლევითი პოტენციალი, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე ქმნის დარგობრივ ანალიტიკას და სტატიებს, საგანმანათლებლო პროდუქტებს, თანამედროვე ბიზნესქეისებს და მულტიმედია მასალას.

MIT ORBIT-ზე წვდომა გაეხსნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, აგრეთვე ყველა სტარტაპს, რომელიც თანამშრომლობს BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს