გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამუშავებს და შესაძლოა, მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, -ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა დონალდ ტრამპის გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ შემოიღებს.

„ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. აშშ-ის სენატში სანქციების დიდი პაკეტია, ამასთან დაკავშირებული კანონპროექტი. მას უკვე დაუჭირა მხარი სენატში თითქმის 80-მა კოლეგამ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, 14-15 მაისს ანტალიაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის თანაავტორს, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემს ესაუბრა.

„არსებობს მკაფიო გადაწყვეტილება, რომ ახლავე უნდა იყოს შედეგები. ჩვენ ახლა ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებთან შეერთებული შტატებიდან - როგორც ადმინისტრაციასთან, ასევე კონგრესმენებთან“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

მისი თქმით, ამერიკაც იმოქმედებს და ეს ნათლად არის ნათქვამი, თუმცა ახლა სტრატეგიული მოთმინებაა საჭირო.

„აშშ სანქციების ყოვლისმომცველ პაკეტს ამზადებს. ახლა ის განსახილველად კონგრესს გადაეცემა. რა თქმა უნდა, ის ძალაში მხოლოდ ამ განხილვების წარმატებით დასრულების შემდეგ შევა, მაგრამ ყველაფრის მიხედვით, რაც მე გავიგე, ეს მოხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტზე ვართ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს.

„პუტინი ყოყმანობს და ომის გაგრძელება სურს. თუმცა, ის ნელ-ნელა ამჩნევს, რომ მისი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების დასასრული ახლოვდება. სწორედ ამიტომ სთავაზობს ტრამპი, როგორც მე მესმის, მას მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლის გზას. აშშ საქმეში იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ დავარწმუნებთ მათ, რომ ისინი საქმეში არიან. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა მხოლოდ ერთად შეგვიძლია“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო