გია ვოლსკი - როცა უმაღლეს დონეზეა შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო - ორი სიტყვითაც შეიძლება ერთმანეთს გარკვეულ საკითხებთან მიმართებით პოზიტიური მესიჯი გაუზიარო

როცა უმაღლეს დონეზე არის შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო - ორი სიტყვითაც შეიძლება ერთმანეთს გარკვეულ საკითხებთან მიმართებით პოზიტიური მესიჯი გაუზიარო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გასაუბრებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ოპონენტისათვის მაკრონთან კობახიძის საუბარი მნიშვნელოვანწილად ისტერიკის მომგვრელი იყო.

„როცა უმაღლეს დონეზე არის შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო. თან ეს არ არის იმ დონის ხელმძღვანელობა, რომელსაც შეუძლია რაღაც სიტყვები გაცვალოს უბრალოდ ფორმალობისათვის. იქ, საერთოდ ორმხრივი შეხვედრების ფორმატი არ არსებობს და მაკრონთან, თუნდაც მოკლე შეხვედრის დროს, რასაკვირველია, პოზიციების გამოხატვა არის იმ დონის, რომელიც შეესატყვისება სახელმწიფოთა ლიდერების პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ორი სიტყვითაც შეიძლება ერთმანეთს გარკვეულ საკითხებთან მიმართებით პოზიტიური მესიჯი გაუზიარო. ასე რომ, თუ თქვენ დროსთან გაქვთ პრეტენზია, რასაკვირველია, ეს არ არის არგუმენტი.

არ იყო მარტო მაკრონთან შეხვედრა. იქ იყო სხვადასხვა ლიდერთან შეხვედრა. საკმაოდ შინაარსიანი, ზოგიერთ შემთხვევაში, საკმაოდ გრძელი საუბარიც. ეს ფორმატები არსებობს და ამ ფორმატების მაყურებელი ადამიანი, ზოგი აღივსება იმედით, პოზიტივით, ზოგს კიდევ ეს ისტერიკაში აგდებს. ვფიქრობ, მაკრონთან მისი საუბარიც ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისათვის, მნიშვნელოვანწილად იყო ისტერიკის მომგვრელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ ემანუელ მაკრონთან ხანმოკლე საუბრის კომენტირებისას განაცხადა, ფრანგულ და ქართულ მხარეს საერთო აღქმა აქვთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები.

„მაკრონთან ხანმოკლე საუბარი იყო. ჩვენ აღქმასთან დაკავშირდებით შევჯერდით. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს საერთო აღქმა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები. კონკრეტიკაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი. ამის გახმოვანების საშუალება არა გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძესა და ემანუელ მაკრონს შორის ხანმოკლე საუბარი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შედგა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა