პეტრ პაველი - რუსეთი დროს აჭიანურებს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალურ მოლაპარაკებებში ჩართვის ნაცვლად მემორანდუმის მომზადებაზე საუბრობს

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან აშშ-ის გასვლა კრემლისთვის საჩუქარი იქნება, - Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან კოორდინაცია კვლავ არასაკმარისია.

„დონალდ ტრამპის განცხადებებს აღვიქვამ, როგორც იმედგაცრუების გამოხატულებას იმის გამო, რომ საქმეები ისე არ მიდის, როგორც მას იმედი ჰქონდა, კერძოდ, რომ ის შეძლებდა პრეზიდენტ (ვლადიმერ) პუტინთან შეთანხმების სწრაფად მიღწევას და უკრაინაში მშვიდობის გამოცხადებას, ამავდროულად რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა პეტრ პაველმა.

მისი თქმით, მოსკოვი აშკარად დროს აჭიანურებს და რეალურ მოლაპარაკებებში ჩართვის ნაცვლად მემორანდუმის მომზადებაზე საუბრობს. ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამან, შესაძლოა, პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადადოს.

პეტრ პაველის თქმით, ევროპამ ძლიერი და გაერთიანებული ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა რუსეთი აიძულოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„ვფიქრობ, საბოლოოდ დადგა დრო, ამერიკელ მოკავშირეებთან ძალიან სერიოზული საუბარი გვქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ შევიმუშაოთ ისეთი კალიბრის ეკონომიკური და ფინანსური ზომები, რომ რუსეთმა ნამდვილად იგრძნოს მათი გავლენა“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს