ვლადიმერ ბოჟაძე - ოპოზიცია სად რას ჩაატარებს, მათი გადასაწყვეტია, რადიკალიზმზე პასუხი კანონის მიერ იქნება - ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და რაც 9 აპრილს იკადრეს, იგივე გავაკეთებინოთ 26 მაისს

თუ ვინმე კანონს დაარღვევს, რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება - ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისს თუ ვინმე კანონს დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველა ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად, ქვეყნის დაბადების დღეა. ამიტომ, ეს თარიღი უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად, ისე როგორც ქართველებს გვეკადრება. როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ოპოზიციის სურვილს - გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, მოხდეს რაღაც შეტაკებები და ა.შ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა, რომელიც არ შესრულდა და ვერც შესრულდება ვერასდროს. თუ ვინმე კანონს დაარღვევს რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს”, - განაცხადა ბოჟაძემ.

ბოჟაძის თქმით, ოფიციალური ღონისძიება გაიმართება თავისუფლების მოედანზე, ასევე, ალექსანდროვის ბაღში, ორბელიანის მოედანზე და რეგიონებში.

კითხვაზე, წელს თავისუფლების მოედანზე იქნებიან თუ არა მიხეილ ყაველაშვილი, მთავრობის წევრები, პრემიერი და საპარლამენტო უმრავლესობა, ბოჟაძემ უპასუხა, რომ 11:00 საათზე არის დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიება, რომელსაც პროტოკოლით დაესწრება ყველა.

„აბა სად ვიქნებით? სადაც არის ღონისძიებები და როგორც არის დაგეგმილი საზოგადოებამ იცის, რომ ყველანი ღირსეულად აღვნიშნავთ ამ თარიღს. ვიქნებით, აბა არ ვიქნებით? 11:00 საათზე არის დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიება, რომელსაც პროტოკოლით დაესწრება ყველა. რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს - სპორტულ, კულტურულ და ამგვარ ღონისძიებებს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად კეთდება შესაბამის ადგილზე, იმის გამო რომ ეს არ ყოფილიყო კიდევ დამატებითი ინსპირაცია ოპოზიციისთვის. ოპოზიცია სად რას ჩაატარებს, მათი გადასაწყვეტია - რადიკალიზმზე პასუხი კანონის მიერ იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ და რაც 9 აპრილს იკადრეს, იგივე გავაკეთებინოთ 26 მაისს“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა