დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და უკრაინას შორის მომავალი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს

რუსეთსა და უკრაინას შორის მომავალი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს. კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა ჯერ კიდევ საჭიროა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ტყვეების „ათასი ათასზე“ გაცვლის შეთანხმება შრომატევად პროცესს წარმოადგენს.

„ამის შესახებ მუშაობა გრძელდება. საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ყველას სურს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს