საქართველოს სავაჭრო პალატის ბიზნეს მისია უზბეკეთში - ტაშკენტს ქართული ბიზნეს დელეგაცია პირველად ეწვია

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტაშკენტს პირველად ეწვია ქართული ბიზნეს დელეგაცია. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ქართულმა წამყვანმა კომპანიამ სხვადასხვა სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, მშენებლობა, ლოგისტიკა, IT, ტურიზმი, ჯანდაცვა, ფინანსური სექტორი და სხვა.

უზბეკეთის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდა 200-მდე კომპანია და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ უზბეკეთის ბიზნეს წრეებს გააცნო საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები.

დეველოპერული სექტორისთვის უზბეკეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ტაშკენტის სამშენებლო ობიექტებზე და განაშენიანების ზონებში, მოეწყო გასვლითი შეხვედრები, სადაც ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დეველოპერულ შესაძლებლობებს.

დელეგაცია, ასევე, ეწვია ტაშკენტის Tech Park-ს - უზბეკეთის წამყვან ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც სტარტაპებსა და IT კომპანიებს სთავაზობს ინოვაციურ გარემოს.

"ეს არის საქართველოს პირველი ბიზნეს მისია უზბეკეთში. უზბეკეთი საქართველოსთვის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, რომელიც სწრაფად ვითარდება, ჰყავს ახალგაზრდა და მზარდი მოსახლეობა. ქვეყანას აქვს მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო.

ამავე დროს, ქართულ ბიზნესს აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე მზაობა, რომ თავიანთი გამოცდილება გაიტანონ უზბეკეთის ბაზარზე - განახორციელონ ინვესტიციები და გააფართოონ საერთაშორისო პარტნიორობა. სავაჭრო პალატა მომავალშიც გააგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას ახალი შესაძლებლობებით", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია