მარკო მიხელსონი - დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ზურაბ ჯაფარიძის უკანონოდ დაკავებით - საჭიროა, დემოკრატიული ერები სიტყვებს გასცდნენ და სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს

დღეს, საქართველოს დიქტატურამ ზურაბ ჯაფარიძის უკანონოდ დაკავებით კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს, საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ზურაბ ჯაფარიძის - “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოპოზიციური პარტიის ლიდერის - უკანონოდ დაკავებით. საქართველოს დამოუკიდებლის დღემდე სულ რამდენიმე დღით ადრე, სასწრაფოდ საჭიროა, რომ დემოკრატიული ერები სიტყვებს გასცდნენ, სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, და მხარი დაუჭირონ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს მათი მომავლის დაბრუნებაში. თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტპატიმარს!” - წერს მიხელსონი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა