გიგა ბოკერია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე - პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთ სამარცხვინო“ მაგალითად აფასებს.

მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია.

"ზურა ჯაფარიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია. ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, არამარტო ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, არამედ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები სასამართლოში, რომელიც მომავალში გამორიცხავს სასამართლოში და მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში ასეთი სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას ნებისმიერი ხელისუფლებისთვის", - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს