დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდს უცხოელი სტუდენტების მიღებას უკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის“ სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გააუქმა.

ნოემმა უნივერსიტეტი „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა.

„დაე, ეს იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება აიძულებს იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, სხვა უნივერსიტეტებში გადავიდნენ, ან იურიდიული სტატუსი დაკარგონ.

ჰარვარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი უკანონოა.

„სრულად ვართ ვალდებულნი შევინარჩუნოთ ჰარვარდის შესაძლებლობა, უმასპინძლოს ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც 140-ზე მეტი ქვეყნიდან არიან და უსაზღვროდ ამდიდრებენ უნივერსიტეტს - და ამ ერს. ეს შურისმაძიებლური ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას და ძირს უთხრის ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს ჰარვარდში 6 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც საერთო ჩარიცხულთა 27%-ს შეადგენს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს