საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“, "დასანქცირდეს თვითმარქვია მიხეილ ყაველაშვილი"

„FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“, "დასანქცირდეს თვითმარქვია მიხეილ ყაველაშვილი", - ამ წარწერებით ფურცლები სასამართლო პროცესზე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს აქვთ მოტანილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს და ჩვენებას დაზარალებული პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე აძლევს.

მისი ჩვენების მიხედვით, საპროტესტო აქციაზე, რომელიც თავიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი ვითარება დაიძაბა, აქციის მოანწილეების მიერ ნასროლი ქვა სახის არეში მოხვდა და მიიღო დაზიანება. ჭანტურიძის თქმით, მას ერთი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი გასაკეთებელი აქვს.

სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დღეს საერთო ჯამში 4 მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა