დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა დასრულდა - ვულოცავ ორივე მხარეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი დასრულდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი შედეგი გამოიწვიოს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა ახლახან დასრულდა. ის მალე ამოქმედდება. ვულოცავ ორივე მხარეს ამ შეთანხმებას. ამან შეიძლება რაღაც დიდამდე მიგვიყვანოს?“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებებს აღნიშნული გაცვლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებიათ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს