თინა ბოკუჩავა - პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე უპირველესად დავსვით ზურა ჯაფარიძის დაკავების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი, ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაზე და რეპრესიებზე ისაუბრეს.

ამასთან, ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩის პოზიციაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების საკითხიც იყო.

„ელჩის პოზიციებზე მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გავიმეორო, ჩვენ რა საკითხები დავსვით - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და ზოგადად, ის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რომელიც არის ანტიეროვნული და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არა მხოლოდ ცივილიზაციურად, ასევე ინსტიტუციურად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მთელი ქართული დიპლომატია უნდა მუშაობდეს.

„სამწუხაროდ, „ქართული დიპლომატია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მხოლოდ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მსახურებით არის დაკავებული. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინკის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა