აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო

აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც სირიის დროებით მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლებამოსილებას ანიჭებს.

„გენერალური ლიცენზია ტრანზაქციების განხორციელების ნებართვას იძლევა, რაც ფაქტობრივად სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ხსნის“, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას გეგმავდა.

„სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისდა მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან - ნამდვილად მნიშვნელოვან - ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერ–რიადში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაასაც შეხვდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს