საქართველოში დანიის ელჩი - ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის შეზღუდვის მიზნით ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის გამო. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ დანია მიზნობრივ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ მოქმედებას მხარს უჭერს“, - წერს დანიის ელჩი საქართველოში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა