ანდრეი სიბიგა - როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი კიდევ უფრო მეტი დარტყმების, თავდასხმებისა და ბავშვების მკვლელობების ბრძანებას გასცემს

რთული კვირა დილა უკრაინაში უძილო ღამის შემდეგ - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქებსა და თემებში ასობით დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ და დაიღუპნენ, მათ შორის სულ მცირე სამი ბავშვი.

„როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი კიდევ უფრო მეტი დარტყმების, თავდასხმებისა და ბავშვების მკვლელობების ბრძანებას გასცემს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სრული, უპირობო და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევისთვის. მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რომ მიიღოს ეს და დაუყოვნებლივ დაასრულოს მკვლელობები“, - წერს სიბიგა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა