უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი - რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის თავდასხმამ 13 რეგიონი დააზარალა: ქალაქი კიევი, კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავას ოლქები.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა 80-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, დაფიქსირდა ხანძრის 27 კერა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი - დაშავდა.

დაღუპულებს შორისაა სამი ბავშვი ჟიტომირის ოლქში მცხოვრები ერთი ოჯახიდან. მათი მშობლები საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედა მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს