კაია კალასი - ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება

წუხანდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მიდრეკილია უკრაინისთვის მეტი ტანჯვის მიყენებისა და განადგურებისკენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, გამანადგურებელია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების ხილვა, რომლებიც დაშავდნენ და დაიღუპნენ.

„ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთანაა. ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული რეკორდული მასშტაბის კომბინირებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა