პოლიციამ აჭარაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობებს: 1997 წელს დაბადებულ გ.ლ. - ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ქ.- ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი - გ.ლ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჯ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს