ედგარს რინკევიჩი - ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ თავისუფლებისმოყვარე ყველა ქართველს

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოლიდარობას უცხადებს.

„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ თავისუფლებისმოყვარე ყველა ქართველს“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო