მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენ, ჩვენი რესურსები და ენერგია ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად მივმართოთ, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს

თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნის კრიტიკულ მომენტში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია - ჩვენი ვალია საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „საბოლოოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როცა ერთიანი საქართველოს იდეას სისრულეში მოვიყვანთ“.

„თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნის კრიტიკულ მომენტში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია. შესაბამისად, ჩვენი ვალია, საკუთარ თავში ვიპოვოთ ეს ძალა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენ, ჩვენი რესურსები და ენერგია ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად მივმართოთ, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ჩვენ რომ შევძლოთ ასეთი საქართველოს აშენება, მრავალმხრივი განვითარება და გაძლიერება გვჭირდება, სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები.

ძლიერი და ერთიანი საქართველო ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ საბოლოოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როცა სისრულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა