გიგა ბოკერია - ხელისუფლება ცდილობს, მოგვწყვიტოს დასავლურ ცივილიზაციას და მარტო დაგვტოვოს საბჭოთა ბოროტი იმპერიის მემკვიდრე პუტინის რუსეთის წინაშე, რაც დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი საფრთხეა - უნდა შეგვაგუოს, რომ ვასალობაა ჩვენი ბედი

ხელისუფლება ცდილობს, მოგვწყვიტოს დასავლურ ცივილიზაციას და მარტო დაგვტოვოს რუსული, საბჭოთა ბოროტი იმპერიის მემკვიდრე პუტინის რუსეთის წინაშე, ეს ყველაზე უფრო დიდი საფრთხეა ჩვენი დამოუკიდებლობის, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების რეჟიმი“ საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

„ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე ყველა ადამიანისთვის, მისი პირადი თავისუფლებისთვის. ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არის აუცილებელი პირობა, ამაზე დიდი რამ არ არსებობს. ას წელზე მეტი ხნის წინ, 1918 წელს, მაშინდელმა ჩვენმა პირველმა რესპუბლიკამ შეძლო აღგვედგინა ჩვენი თავი, როგორც ერ-სახელმწიფოს. მაშინ საბჭოთა სტალინისტურ-ლენინისტურმა რუსეთმა სისხლში ჩაახშო ჩვენი პირველი რესპუბლიკა და დღესაც იგივე მტერი ემუქრება ჩვენს [დამოუკიდებლობას] ოღონდ დღეს გარე მტერს დაემატა ჩვენივე მთავრობა, რომელიც მის საქმეს აკეთებს. ეს არის განსაკუთრებული გამოწვევა. სწორედ ეს რეჟიმი უქმნის საფრთხეს ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. უნდა, რომ შეგვაგუოს იმას, რომ ვასალობაა ჩვენი ბედი. სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს აორგანიზებს საზოგადოება და არა მთავრობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს