იცხაკ ჰერცოგი მიხეილ ყაველაშვილს - ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის წერილშია ნათქვამი, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილს უგზავნის.

„ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. აქ, იერუსალიმში, ჩვენ საქართველოსთან არსებულ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ღრმად ვაფასებთ, რადგან არაერთი საერთო გეოპოლიტიკური ინტერესი გვაკავშირებს. ვაპირებ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი დრო გამოვიყენო იმისთვის, რომ გავაგრძელო მუშაობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული გაცვლა“, - აცხადებს იცხაკ ჰერცოგი.

მისი თქმით, ისრაელისა და საქართველოს მოსახლეობას შორის ისტორიული კავშირები არსებობს.

„პოლიტიკის მიღმა, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირი არსებობს. საქართველოს ძლიერი ებრაული საზოგადოება და ქართული წარმოშობის ებრაელები ჩვენი ორი ერის დამაკავშირებელ ცოცხალ ხიდს წარმოადგენენ და ჩვენს მეგობრულ კავშირებს აძლიერებენ. კიდევ ერთხელ, ამ დღესასწაულისა და სიამაყის დღეს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა. მომავალი წელი თქვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს“, - აღნიშნავს ისრაელის პრეზიდენტი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის