გიორგი ვაშაძე - ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, გაერთიანება მოხდება მაშინ, როდესაც ტყუილები, დეზინფორმაცია, დაჭერები, ცემა დასრულდება და იქნება თანამშრომლობითი გარემო, მჯერა, რომ ამის შანსი გვაქვს

ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. გაერთიანება მოხდება მაშინ, როდესაც ტყუილები დასრულდება, როდესაც დეზინფორმაცია დასრულდება, დაჭერები და ცემა დასრულდება და იქნება თანამშრომლობითი გარემო, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცულობის გარანტი სწორედ ევროკავშირია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მტრის წინაშე მარტო არ დატოვოს ქვეყანა.

“ვულოცავ ყველას დამოუკიდებლობის დღეს. ამ დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება. ევროკავშირი ჩვენთვის არის სწორედ ის დაცულობა, რაც შეიძლება გვქონდეს ყველაზე მაღალი დონისა და მაღალი ხარისხის. გზა ევროკავშირისკენ სწორედ აქეთ მიდის, რომ საშვილიშვილოდ გარანტირებული იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა და არ ვიყოთ მარტო დარჩენილი მტრის პირისპირ, რასაც “ქართული ოცნება” ცდილობს.

ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. გაერთიანება მოხდება მაშინ, როდესაც ტყუილები დასრულდება, როდესაც დეზინფორმაციები დასრულდება, დაჭერები და ცემები დასრულდება და იქნება თანამშრომლობითი გარემო. მე მჯერა, რომ ამის შანსი გვაქვს.

საქართველოში დღეს არის დამოუკიდებლობის დროს დაბადებული თაობა და ამას ვეღარაფერი ვერ შეცვლის და საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის.

მთავარი ის არის, რომ ჩვენ შევძელით წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ “ქართული ოცნების” არაღიარებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს