ბათუმში საპროტესტო მარში მიმდინარეობს შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” ამ შეძახილებით, ბათუმის ქუჩებში მოქალაქეები საპროტესტო მარშს აწყობენ.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს, ისმის შეძახილები “საქართველოს ევროპულ მომავალს გაუმარჯოს”.

“არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ვითხოვთ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ვიბრძოლებთ ბოლომდე, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი”, - აცხადებენ შეკრებილები

აქციის მონაწილეები თავდაპირველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, სადაც ყოველდღიურ აქციებს მართავენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო