Reuters - პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ წინადადებას დათანხმდა

პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, „ჰამასი“ დათანხმდა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ჰამასთან“ დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ წინადადება, რომელიც ითვალისწინებს 10 მძევლის გათავისუფლებას და 70-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ჰამასმა შუამავლების მეშვეობით მიიღო.

„წინადადება მოიცავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული 10 ცოცხალი ისრაელელი მძევლის ორ ჯგუფად გათავისუფლებას, 70-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივი გაყვანის სანაცვლოდ“, - აღნიშნა წყარომ.

მისი თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ისრაელის მიერ რამდენიმე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას.

ამასთან, ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უარყო, რომ წინადადება ვაშინგტონის მიერ იყო შეთავაზებული და დასძინა, რომ ისრაელის ვერც ერთი მთავრობა ვერ მიიღებს მას.

უიტკოფმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ „ჰამასმა“ მიიღო მისი შეთავაზება მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გამოცემას განუცხადა, რომ ის, რაც ნახა, სრულიად მიუღებელია და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებას არ ემთხვევა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან