ირაკლი კობახიძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არაერთი საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება მელიას დაკავებაზე, სამარცხვინო იყო - ბოდიში არავის მოუხდია, მეტიც, კადრულობენ და იმავეს იმეორებენ ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით

არაერთმა საელჩომ გააკეთა, თავის დროზე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებები, შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის პრინციპების სრული დაცვით, თუმცა ამასთან დაკავშირებით ბოდიში არავის მოუხდია, მეტიც, კადრულობენ და იმავეს იმეორებენ 3 წლის თავზე ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსის განცხადებებიდან ჩანს, რომ ყველაფერს მართავს „დიფ სთეითი“ და ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა.

„რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის განცხადებებს, იგივე ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ყველაფერს აცდენილია. აქედანაც ჩანს, რომ ყველაფერს მართავს „დიფ სთეითი“, არც საელჩო, არც რომელიმე ხელისუფლება, ყველაფერს მართავს „დიფ სთეითი“ და ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომელიც აშკარად ჩანს ევროპაში.

გახსოვთ, თავის დროზე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები. 3 წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის, ადამიანის უფლებების პრინციპების სრული დაცვით. თქვენ მოისმინეთ რომელიმე ელჩის, რომელიმე საელჩოს, ან რომელიმე ქვეყნის ბოდიში ამასთან დაკავშირებით? როდესაც ჩვენ გვიკრძალავდნენ სამართლის უზენაესობის პრინციპებით მოქმედებას. ეს იყო სამარცხვინო განცხადებები და არაერთმა საელჩომ გააკეთა, თავის დროზე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებები. შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს განცხადებები იყო სამარცხვინო და არც ერთ სახელმწიფოს, არც ერთ საელჩოსა და ელჩს არ მოუხდია ამასთან დაკავშირებით ბოდიში. უფრო მეტიც, კადრულობენ და იმავეს იმეორებენ 3 წლის თავზე, რაც, ბუნებრივია, უნდა იყოს საზოგადოების შეფასების საგანი“, - განაცხადა პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა