გიორგი ვაშაძე - არაფერს გამოვრიცხავ, „კლანის“ როგორი პოლიტიკური ნება იქნება, ისე იქნება გადაწყვეტილებები - რაც შეეხება ქონების ჩადებას გარანტიად, ამით უბრალოდ რამდენიმე თვით გადავავადე პატიმრობა, ეს კარგად მაქვს გააზრებული

მე არაფერს გამოვრიცხავ, როგორი პოლიტიკური ნება იქნება „კლანის“, რომელიც არის საქართველოში, ისე იქნება გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, გამორიცხავს თუ არა მის დაკავებას.

როგორც ვაშაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე გარანტიად ქონება ჩადო, დაკავებას მაინც არ გამორიცხავს.

„იმართება საცირკო სპექტაკლი, რომელსაც სასამართლო პროცესს ეძახიან ზოგადად. ახლაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ სასამართლოში და ყველა ოთახში ნახავთ, რომ მხოლოდ პოლიტიკური საქმეებია, სხვა საქმე არ აქვს თურმე საქალაქო სასამართლოს. ზუსტად ვიცით, რომ შინაარსი და აზრიც კი არ აქვს ამ ყველაფერს, რაც ხდება, უბრალოდ მოვედი პროცესზე, დანარჩენს უკვე ვნახავთ პროცესის შემდეგ.

მე არაფერს გამოვრიცხავ, „კლანის“ როგორი პოლიტიკური ნება იქნება, რომელიც არის საქართველოში, ისე იქნება გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ჩემს მიერ ქონების ჩადებას გარანტიად, ამით უბრალოდ რამდენიმე თვით გადავავადე პატიმრობა, ეს ძალიან კარგად მაქვს გააზრებული. ვართ ბრძოლაში, ბრძოლის წინა ხაზზე და შესაბამისად, ვაპირებთ, რომ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.

გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა