ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ ამის საშუალება „დიფ სთეითის“ გავლენის გამო არ მიეცა - რაც შეეხება განცხადებას, ასეთ მილოცვას ჩვენთვის ფასი არ აქვს

დარწმუნებული ვარ, ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას მათთვის არავითარი ფასი არ აქვს“.

„დიფ სთეითი“ მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის მთლიანად ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა. მიმდინარეობს ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებას მონაწილეობის მიღება, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო. განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ იგრძნობა „დიფ სთეითის“ ზეგავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითზე" გაიმარჯვებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღდეს“,-განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი 26 მაისის ღონისძიებას არ ესწრებოდა, რაც „არასწორი მიდგომაა“.

„თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გავრცელდა ადრესატის გარეშე მილოცვა, ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. ჯერ თქვეს უშუალო კორესპონდენციით, რომ ის თბილისში არ იმყოფებოდა, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა. ვხედავთ, რომ იგივე აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ შემთხვევაში, აშკარად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა „დიფ სთეითს“. ეს არის არასწორი დამოკიდებულება. გახსოვთ, რომ არასამთავრობოების მეშვეობით, საქართველოში ვირტუალურ რეალობას ქმნიდნენ, იგივე ამერიკულ დახმარებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, მათემატიკური სიზუსტით დავდე ჩემს წერილში ციფრები, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული აშშ-ში, ვგულისხმობ, სამხედრო მისიებში ჩვენს მონაწილეობას, ვიდრე იქიდან გვაქვს მიღებული დახმარება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დახმარებაში არ ითვლება არასამთავრობოებისთვის დარიცხული თანხები. ტრამპის ადმინისტრაციამაც აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადახდილი ფული არავითარი დახმარება არ იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „არ შეიძლება მუდმივად საუბარი იმაზე, რომ, რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა