გიორგი ვაშაძესა და სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დასრულდა, სასამართლოს ფოიეში, სხვა პროცესზე დამსწრეებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რასაც გიორგი ვაშაძე შეესწრო. ვაშაძემ მანდატურებს მიმართა და ჰკითხა, „ქალებს რატომ ურტყამდნენ“. თავის მხრივ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა გიორგი ვაშაძეს მიუთითეს, რომ შენობიდან გარეთ გასულიყო და „თავისი საქმისთვის მიეხედა“.

„გაბრძანდით გარეთ და საქმეს მიხედეთ“, - მიმართა მანდატურმა გიორგი ვაშაძეს.

ვაშაძემ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს „უნამუსოები“ უწოდა.

„რას მიყვირი,ნუ დაკარგავთ ადამიანობას. ჩემ თვალ-წინ ურტყამთ ქალებს, არ გრცხვენიათ? უნამუსოებო!.. არაქართველები, უნამუსოები! ქალებს ურტყამენ. სად გაიზარდეთ, რა კაცობა გაქვთ საერთოდ? ესენი ქართველები არიან? მივედი და ვკითხე, ქალებს რატომ ურტყამთ-მეთქი? რა კაცობაა საერთოდ, მერე სუფრასთან დასხდებიან და ქალების სადღეგრძელოს იტყვიან. კობახიძეა ეს, ივანიშვილია ეს, არაქართველები, უნამუსოები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საბოლოო ჯამში, გიორგი ვაშაძე და ის პირები, რომლებიც მანამდე მანდატურის სამსახურთან კამათობდნენ, ასევე მანდატურებმა სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს