ვახტანგ ხმალაძე - დონალდ ტრამპის წერილი იყო სტანდარტული მილოცვა, რომელიც ყველას ეგზავნება - მარკო რუბიოს მილოცვაში კი უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტანდარტულ დიპლომატიურ ფორმად აფასებს.

როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, წერილის შინაარსი იმ ტიპურ ტექსტს შეესაბამება, რომელსაც ამერიკის სხვა პრეზიდენტები მსგავს თარიღებთან დაკავშირებით აგზავნიან.

„თუ ნახავთ მსგავს თარიღებთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა“, – აღნიშნა ხმალაძემ.

ხმალაძემ ასევე შეადარა ტრამპის წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელსაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა:

„შევადაროთ ერთმანეთს მარკო რუბიოს განცხადება და დღევანდელი პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. პრეზიდენტ ტრამპის წერილი - თუ ნახავთ ასეთ თარიღთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა. პრეზიდენტმა მიულოცა პრეზიდენტს, თუმცა პირობებში, როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურია და მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია, ხშირად ასეთი წერილები იგზავნება პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისადმი დღეს გამოგზავნილი წერილი, ჩემი აზრით, იყო სტანდარტული მილოცვა, რომელიც ყველას ეგზავნება.

რაც შეეხება რუბიოს გუშინდელ მილოცვას, იმ მილოცვაში უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი. ისევ როგორც ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების მილოცვაში შინაარსია არსებითი. ორივე განცხადებაში, ისინი ქართველ ხალხს მიმართავდნენ და აღნიშნავდნენ ქართველი ხალხის დამსახურებას და არა ხელისუფლების“,- განაცხადა ხმალაძემ.

გადაცემაში სტუმრობისას ვახტანგ ხმალაძემ ასევე ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ოპოზიციური პარტიების წინაშე მდგარ დილემაზე - მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ან მისგან თავის შეკავება მმართველი პარტიის ლეგიტიმურობის საკითხს არ ცვლის.

ხმალაძის თქმით, წარსულშიც არაერთხელ ჩატარებულა არჩევნები არახელსაყრელ გარემოში, თუმცა ოპოზიციას მაინც მიუღია მონაწილეობა და წარმატებისთვის მიუღწევია – მაგალითად, 2012 წელს.

„ჩემი აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ან არ მონაწილეობა არ უკავშირდება დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს. მონაწილეობით ან არ მონაწილეობით ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არაფერი ეშველება - ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. არაერთხელ მომხდარა, რომ არჩევნები ჩატარებულა ისეთ გარემოში, რომელიც მაინცდამაინც კარგი არ იყო ოპოზიციისთვის. ყველა არჩევნების დროს არსებობდა მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან კანონისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობები. ეს კეთდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით, მოსყიდვებით, ამომრჩევლების დაშინებით, კარუსელებით და ა.შ მიუხედავად ასეთი არახელსაყრელი პირობებისა იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციას გაუმარჯვია არჩევნებში, თუნდაც 2012 წელს. თუმცა ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ პროტესტანტთა რაოდენობა სულ ცოტა 20%-ით აღემატება ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას. ეს 20%-იანი უპირატესობა ვერ უნდა შეჭამოს მოსყიდვებმა, კარუსელებმა და მსგავსმა მოქმედება თუ ოპოზიციას მცირე უპირატესობა აქვს, მაშინ ასე უსამართლო გარემოში გამართული არჩევნები მისთვის იქნება წამგებიანი“,- აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა სისტემური ცვლილებები – მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა ან კანონმდებლობის გაუმჯობესება.

„ჩვეულებრივ ვითარებაში ოპოზიციამ მაინც არ უნდა თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ჩვეულებრივი არ არის. თუ საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეიცვალა, საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით, მაშინ არ ვიცი უნდა მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა ხმალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა